
ამაზე მინდოდა სტატა დამეწერა მარა გარკვეული მიზეზებია გამო ვერ ვახერხებ.....
არ ვაპირებ კიდე ერთხელ ვმეორო ბრაზილიელთა კრახის მიზეზი ფეხბურთელების არ გამოძახებაათქო...... დავუშვათ, რომ ბრაზილიის საუკეთესო შEმადგენლობა იყო ეს !
4 წელი დუნგა ყოველი პრესკონფერენციის დროს სერიოზული ადამიანის სახეს იღებდა და გვარწმენებდა, რომ ბრაზილიას ყავს ბეტონის დაცვა და ზედისციპლინირიზებული გუნდი ! ახლა გეკითხებით ჰოლანდიასთან თამაშში ( ან ნებისმიერში, გინდა ტანზანიასთან და გინდა მოზამბიკთან) გავდა ეს ბეტონს ან გავდა ეს დისციპლინას ??????? ბეტონიი კი არა სუფთა "სტიაშკა" იყო ! და რაც შეეხება დისციპლინას მელოს საქციელი რა იყო ? ან ნაკრების აგდებული თამაში მეორე ტაიმში ? მინახავს გუნდი რომელიც 5,10,15 წუთი ვერ ალაგებს თამაშს მარა მთელი ტაიმი ????????
ვერ დააბრალებ მარცხს ფეხბურთელებს ! მელოც ადამიანია და მარტო მისი დადანაშაულება გაშვებულ გოლში არ შეიძლება ! ( გაგდებაში კი ბატონო).... თუმცა გუნდი ასერთ შEმთხვევაშიც ღირსეულად უნდა თამაშობდეს თუ მას ჩEმპიონობაზე პრეტენზია გააჩნია ! ეს მოკლედ ახლა ცოტას მომავალ მწვრთნელზე დავწერ.....
როგორც მოსალოდნელი იყო კანდიდატები არიან სკოლარი, ლეონარდო, ლუშEმბურგო....... და ჩვენი მანუც......
ოთხივე არის შეტევის მოყვარული, ოთხივე რისკიანია, ოთხივემ იცის რომ ნაკრების ბირთვი, რომელსაც უმაღლეს მიზნებზე პრეტენზია გააჩნია ვარსკვლავებისგან უნდა შედგებოდეს და რაც ჩვენთვის საინტერესოა ოთხივე კარგად (შეიძლება ითქვას ზედმეტად კარგად) იცნობს რონის ! მე გავბედავ და ვიტყვი, რომ თუ რონი შარშანდელის მსგავს კონდიციებში ჩადგომას მოახერხებს აუცილებლად მიიღებს მოწვევას ნაკრებში 2011 წლის კოპაზე !
სკოლარიმ 2002 წელს რონი წაიყვანა და რომარიო დატოვა..... ის მას ენდო, გარისკა და რისკმა ბრაზილიელებს მეხუთე ვარსკვლავი მოუტანა !
ლეონარდო მისი თანაგუნდელი იყო ნაკრებში წლების განმავლობაში და მილანის სამწვრთნელო შტაბში იყო სადაც რონი თამაშობდა !
ლუშემბურგო მადრიდში იყო და მისთვის რომ ნდობა გამოეცხადებინათ აუცილებლად გაამართლებდა.
მანუ კი.... მან "მკვდარი" რონალდო იყიდა მილანიდან, რომელიც ფლამ დაიწუნა და შედეგს თქვენც კარგად ხედავთ ! პაულისტას და ქვეყნის თასის ტრიუმფატორი !
და საერთოდ რომ არც გამოიძახონ არ მეწყინება, უბრალოდ ეს ჩემი ოცნებაა ! მე ის მომწონს რომ ოთხივეს შეტევა უყვარს !
ლეონარდო, რომელიც მილანის მწვრთნელი იყო დაცვითი ტაკტიკით გინახავთ ? ლუშემბურგო რომელიც მადრიდში იყო გინახავთ დაცვით ? მან თავისი ფეხბურთელებით იმ უძლიერეს ბარსელონას კლასის ხარჯზე მოუგო ! სწორედ კლასის ! რონალდოს და ზიდანის კლასი მან მთელ ბარსელონას დაუპირისპირა და მოიგო ! მან იციც ღირსეული ფეხბურთელების ფასი !
სკოლარი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მას კონტრაქტი აკავშირებს პალმეირასთან მემეგონი 2 წლიანი, თუმცა ასე იყო 2002 წელსაც მოულოდნელად დაინიშნა......
მანუ კი....... მას შეუძლია როგორც დაცვითი ასევე შემტევი ფეხბურთის თამაში..... მწყობრი, დისციპლინირებული.....
გაიხსენეთ ტიმაოს პირველი ტურის თამაში პარანაენსესთან ? რამდენი შემტევი ყავდა გახსოვთ მოედანზე ? კორინთიანსის ყოველი თამაში ადასტურებს მის ძალას ! მე მინდა მანუ დაინიშნოს !
თუმცა ვინც არ უნდა დანიშნონ დავისვენებთ ამ უაზრო თამაშისგან რომელსაც დუნგა აჩვენებდა ! იქნება შEმტევი ფეხბურთი და გუნდში იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ამას იმსახურებენ! ასეთები კი უამრავი ყავს ბრაზილიას !
დუნგა წაეთრია !
შეიძლება გამართლებოდა და მოეგო მუნდიალი, თუმცა ამაში ხელი კაკას და ფაბიანოს ტრავმამ შეუშალა ! რობინიო, კაკა და ფაბიანო იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლების ბირთვი უნდა ყოფილიყვნენ.... რობისთან არავის ექნება პრეტენზია, კაკამ და ფაბიანომ კი გასული სეზონი ტრავმების გამო ჩააგდეს ! ეს გახდა ბრაზილიის კრახის მიზეზი ! ვერ თამაშობს კაკა ვერ იგებს ბრაზილია !
და ეს კაკას ბრალი არ არის ! ექიმმაც კი თქვა, რომ მისი თამაში არ შეიძლებოდა ამ მუნდიალზე ! კაკამ ითამაშა რაც შეეძლო ! მთელი გულით...... ყველაფერი დუნგას ბრალია ! რომელიც მოშორდა ბრაზილიას და აღარავინ გააკარებს დღეიდან !