კორინთიანსის ბრაზილიელმა ფორვარდმა,რონალდომ ერთ–ერთ პოპულარულ სოციალურ ქსელზე დაწერა იმის შესახებ რომ იგი და რობერტო კარლოსი დანიძლავდნენ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის შედეგზე.საუბარია ესპანეთი–პორტუგალიის თამაშზე,რომელიც გუშინ კეიპ ტაუნში Green Point stadium–ზე გაიმართა და რომელშიც ესპანეთმა 1–0 დაამარცხა მეტოქე და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.რონალდო და კარლოსი მატჩს კორინთიანსის საწვრთვნელ ბაზაზე ადევნებდნენ თვალს და დავიდ ვილას გოლის წყალობით რონიმ რობერტოს 100 დოლარი მოუგო. კორინთიანსი ამჟამად განაგრძობს ვარჯიშს და ემზადება ბრაზილიის ჩემპიონატისთვის რომელიც 14 ივლისს განახლდება.მზადების პროცესში მათ გამართეს ორი ამხანაგური შეხვედრა.პირველ შეხვედრაში ტიმაომ მინიმალური სხვაობით 1–0 დააამარცხა "ირათი",ხოლო მეორე შეხვედრაში ასევე მინიმალური სხვაობით დათმო მატჩი ატლეტიკო პარანაენსესთან.არცერთ შეხვედრაში რონის მონაწილეობა არ მიუღია. მომავალ კვირაში გუნდი კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სრული სახელი: რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა ( Ronaldo Luís Nazário de Lima ) დაბადების თარიღი: 18.09.1976 დაბადების ადგილი: რიო დე ჟანეირო ( Rio de Janeiro ) ეროვნება: ბრაზილიელი სიმაღლე: 183 სმ წონა: 85 კგ კლუბი: კორინთიანსი (Sport Club Corinthians Paulista) პოზიცია: თავდამსხმელი ნომერი: 9 თამაში სეზონში: 17 გოლი სეზონში: 7