როგორც ჩანს კორინთიანსს კვლავ მოუწევს თავისი ლიდერის გარეშე თამაში , ამჯერად ვადა 15-20 დღეა. ტიმაოს ხელმძღვანელობის განცხადებით ეს დრო რონალდოსთვის აუცილებელია, რადგან მან თავისი ფიზიკური მდგომარეობა 100%_ით აღიდგინოს, მათი აზრით კლუბმა არ დააჩქაროს რონის მოედანზე დაბრუნება, ამან შეიძლება ცუდი შდეგი გამოიღოს.
- ” რონალდოს ცოტა მეტი ლოდინი მოუწევს დასაბრუნებლად, არ ღირს გარისკვა, ასე უფრო მშვიოდად ვიქნებით ” აცხადებს მანო მენეზესი.
მის გამოჩენას პირველ აგვისტოს სან პაულუს დერბიში პალმეირასის წინააღმდეგ უნდა ველოდოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ზუსტი ვადა იქნება და მეტი ლოდინი აღარ მოგვიწევს !
თუმცა არის სასიამოვნო ინფორმაციები მანოს თქმით კვირას მინეიროს წინააღმდეგ შესაძლოა დენტინიო და ხორხე ენრიკე ვიხილოდ. მატჩი თბილისის დროით 23-00 საათზე დაიწყება. |