ბრაზილიის ჩემპიონატის 29–ე ტურში კორინთიანსმა როგორც იქნა შეწყვიტა უიღბლო სერია და დაამარცხა გოიასი ანგარიშით 2–1.ჩვენთვის სასიხარულოდ ამ მატჩში ანგარიში ბრაზილიელმა ფენომენმა რონალდომ გახსნა.მან ბურთი კარიდან დაახლოებით 30 მეტრში მიიღო და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში აუღებელი დაარტყა.მეორე გოლი პირველივე ტაიმში ისევ რონალდოს აქტიურობით გავიდა.კედელი ჟორჟე ენრიკესთან და ფენომენის პასით დასარტყმელ პოზიციაზე ელიასი აღმოჩნდა.მეორე ტაიმში რონალდოს მომენტები აღარ ჰქონია,თუმცა 55–ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო იმის გამო რომ ჯარიმა მსაჯის სასტვენის გარეშე გაათამაშა.გოიასმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო და საბოლოო შედეგი 2–1 დაფიქსირდა.რონალდოს გოლის გადმოსაწერი ლინკი იხილეთ სრულიადში სათაურის ქვეშ
რონალდო არ შეიყვანეს კორინთიანსის განაცხადში ფლუმინენსესთან მატჩში,რომელიც დღეს გაიმართება მარაკანაზე.ასეთია ტექნიკური კომისიის გადაწყვეტილება.
ბრაზილიური პრესა იტყობინება იმ მიზეზებზე რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.ფლუმინენსესთან მატჩი არ წარმოადგენს არაფერს მნიშვნელოვანს კორინთიანსისთვის,რონალდოსთვის კი უკეთესია თუ დარჩება საწვრთვნელ ბაზაზე და ინდივიდუალური ვარჯიშით შეეცდება სასურველი ფორმის აღდგენას.ფლუმინენსე ამ დროისთვის ბრაზილიის ჩემპიონატში ბოლო ადგილზე იმყოფება და დიდი შანსია რომ ტიმაო მას რონალდოს გარეშეც მოუგებს,ფენომენი კი დასვენებას და გრემიოსთან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თამაშსთვის მომზადებას შეძლებს,რომელიც შაბათს გაიმართება
ბრაზილიის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის,ხვალ გაიმართება 27–ე ტურის მატჩები.ტური კი დღეს ნაუტიკოსა და სან პაოლოს მატჩით გაიხსნა,რომელიც სტუმართა გამარჯვებით 1–2 დასრულად.მატჩი იმით იყო გამორჩეული რომ მსაჯს მატჩის მსვლელობისას ხუთჯერ(!) მოუწია წითელი ბარათის ფეხბურთელებისთვის ჩვენება.მოედანი ნაუტიკოს ორმა და სან პაულოს სამმა ფეხბურთელმა დატოვა.რაც შეეხება ხვალინდელ მატჩებს,ყველაზე დიდი ინტერესს იწვევს დაპირისპირება,რომელიც პეკაემბუზე გაიმართება.მასპინძელი კორინთიანსი ატლეტიკო მინეიროს მიიღებს.ატლეტიკო სატურნირო ცხრილში 41 ქულით 5 ადგილზე იმყოფება,კორინთანსი კი 38 ქულით 8–ე პოზიციას იკავებს,თუმცა ატლეტიკოს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.კვლავ სრულ მზადყოფნაშია მასპინძელთა მთავარი იმედი ბრაზილიელი ფორვარდი რონალდო,რომელიც ტრავმის შემდეგ ნელ–ნელა იბრუნებს სასურველ ფორმას და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ხვალ რონი ატლეტიკოს დენტინიოსთან და დეფედერიკოსთან ერთად შეუტევს.თამაშს რონალდო მშვენიერ განწყობაზე ხვდება,მატჩამდე ფენომენი MTV-ს ღონისძიებაზე მეუღლესთან,ბია ანტონისთან ერთად იმყოფებოდა.
პ.ს. მატჩი თბილისის დროით ღამის ორის ნახევარზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ
როგორც მოგეხსენებათ ბრაზილიელმა რონალდომ ხელი მოიტეხა და ამის გამო2 თვე გაუცდა,მაგრამ მიუხედავად იმას მაინც ბრწყინვალედ დაბრუნდა და სან-პაულოს გაუტანა კიდევაც.გაგრძელება სრულიადში
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა იმის შესახებ,რომ თუკი რონალდო კარგ ფიზიკურ ფორმაში იქნება,მისთვის იქნება ადგილი ნაკრებში,რომელიც მიემგზავრება მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე.
–"რონალდო ყოველთვის არის ნაკრების გეგმებში მას შემდეგ რაც ფენომენალურად ითამაშა მუნდიალზე 2002 წელს.თუ ის კიდევ ერთხელ მიაღწევს ისეთ ფორმას,როგორშიც მაშინ იყო,მას გარანტირებული ექნება ადგილი სელესაოში.მე ვიქნები პირველი,რომელიც მხარს დაუჭერს მის ნაკრებში თამაშს.ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული"–განაცხადა პრეზიდენტმა ტეიხეირამ
არ გასულა რამდენიმე საათი მას შემდეგ რაც რონალდომ ბრაზილიის ჩემპიონატში თავისი 18–ე გოლი გაიტანა,რომ იგი უკვე მადრიდში იყო.მიზეზი–რამდენიმე პირადი საქმის მოგვარება.ესპანეთში რონიმ გაზეთ "AS"–თან ინტერვიუში გაიხსენა თავისი კარიერის მადრიდული პერიოდი,აგრეთვე ისაუბრა თავის მეგობარ ფლორენტინო პერესზე.ინტერვიუ იხილეთ სრულიადში.
გუშინ გაიმართა ბრაზილიის ჩემპიონატის 26–ე ტურის მატჩი.ერთმანეთის წინაშე პრინციპული მეტოქეები – სან პაოლო და კორინთიანსი წარსდგნენ.ბრაზილიაში ამ გუნდების შეხვედრა კლასიკოდ არის მონათლული და ყოველთვის დიდ ინტერტესს იწვევს.გუშინდელი შეხვედრაც არ იყო გამონაკლისი.რაც ჩვენთვის ყველაზე სასიხარულოა ხელის ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ფენომენმა გოლის გატანა შეძლო.ეს მან პირველ ტაიმში,მეტოქე გუნდის მცველისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშის შედეგად გააკეთა.ეს იყო რონალდოს პირველი გოლი 19 ივლისის შემდეგ,როცა მან კრუზეიროს გაუტანა.პირველი ტაიმი კორინთიანსმა 1–0 მოიგო.მეორე ტაიმში რონალდოს დუბლის შესრულება შეეძლო თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულს უკანასკნელ წამს მცველმა შეუშალა ხელი,საპასუხო შეტევა კი უკვე კორინთიანსის კარში გოლით დასრულდა 1–1.ამის შემდეგ გუნდები ბევრს ეცადნენ მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.რონალდო 77 წუთზე შეცვალეს და მის ნაცვლად მოედანზე ბილი გამოვიდა.საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რომ რონალდოს თამაშით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა.რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის და რონალდომაც დაიწყო გოლების გატანა.გოლის გადმოსაწერი ლინკი იხილეთ სრულიადში სათაურის ქვეშ
25 სექტემბრის საღამოს ვარჯიში რონალდომ მუხლის ტკივილის გამო დროზე ადრე დაასრულა,თუმცა მწვრთვნელი დარწმუნებულია რომ ფენომენი ითამაშებს სან პაულოს წინააღმდეგ.ამის გარანტიას მანო იძლევა:
–"რონალდო აუცილებლად ითამაშებს,პრინციპში მას ვარჯიშიც შეეძლო ,მაგრამ გადავწყვიტეთ რომ არ გაგვერისკა და მისთვის დასვენების საშუალება მიგვეცა რათა მან შეძლოს მორუმბიში გასამართ კლასიკოში მონაწილეობის მიღება".
27 წლის ბრაზილიელი ქალი მიჩელი ,რომელიც სინგაპურში ცხოვრობს ,ამტკიცებს რომ სწორედ რონალდო არის მისი 4 წლის შვილის მამა.რონალდო,თავისი სიმართლის დასამტკიცებლად,დათანხმდა დნმ–ის ტესტის ჩატარებაზე.რონი გუშინ მივიდა ერთ–ერთ პოპულარულ კლინიკაში და ტესტი გაიკეთა.მსგავსი შემთხვევები უცხო არ არის ისეთი პოპულარული ადამიანების ცხოვრებაში,როგორიც რონალდოა.ასეთვი პრობლემები შეექმნათ თავის დროზე პელეს,მარადონას,მაიკლ ჯორდანს და კიდევ ბევრ სხვას
"კორინთიანსის" ლეგენდარულ თავდამსხმელ რონალდოს სულ მალე ირანულ ფილმში გადაიღებენ, სადაც ფეხბურთელი საკუთარ თავს განასახიერებს. AP-ის ინფორმაციით, გადაღებები სექტემბერში დაიწყება, მანამდე კი, პროდიუსერები საჭირო სახსრების მოძიებით არიან დაკავებული.ფილმი რეალურ მოვლენებზე იქნება აგებული და 13 წლის პალესტინელი გოგონას ტრაგიკულ ბედისწერაზე მოგვიყვება. იგი უზომოდ არის შეყვარებული რონალდოზე და ფეხბურთელის ახლო აღმოსავლეთში ჰუმანიტარული მისიით ჩასვლის დროს, მასთან შეხვედრაზე ოცნებობს. თუმცა, გოგონას ამ ოცნებას ასრულება არ უწერია - ერთ-ერთი დაბომბვის დროს გოგონას მოკლავენ.ფილმს ჯერჯერობით სახელი არ გააჩნია, მისი გადაღების დასრულება კი, 2010 წლისთვის არის ნავარაუდები.
22/09/1976 - ბრაზილიელი ფორვარდის,რონალდოს ოფიციალური დაბადების დღე.როგორც იცით რონალდო 18–ში დაიბადა თუმცა ოჯახმა უსახსრობის გამო მხოლოდ 22–ში შეძლო მისი რეგისტრაციაში გატარება.რონალდომ უკვე აღნიშნა დაბადების დღე თავის მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად კლუბში "ROYAL" სადაც ფენომენი გუშინ საღამოს მივიდა.რონის დაბადების დღეს მცირედი ჩრდილი მიაყენა კორინთიანსის მარცხმა,მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ზეიმისთვის
ჩვენი საიტი კიდევ ერთხელ ულოცავს რონალდოს დაბადების დღეს :)
RONALDO!!!
გილოცავთ დაბადების დღეს!!! HAPPY BIRTHDAY!!! FELIZ CUMPLEANHOS!!! С ДНЕМ РОЖДЕНИЯ!!!
როგორც იცით გუშინ გაიმართა ბრაზილიის ჩემპიონატის 25–ე ტური მატჩი კორინთანსსა და გოიასს შორის.ეს თამაში იმით იყო გამორჩეული,რომ ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ბრაზილიელი ფენომენი რონალდო.თამაში კორინთანსისთვის წარუმატებელი გამოდგა და საბოლოოდ მისი მარცხით 1–4 დასრულდა.რონალდომ სრულად ითამაშა და რამდენჯერმე გოლის გატანაც შეეძლო,თუმცა კარგად თამაშობდა გოიასის მეკარე,ერთხელ კი რონის დარტყმული ჯარიმა ძელმა მოიგერია,დამატებაზე კი დენტინიომ შეძლო ერთადერთი გოლის გატანა.სრულიადში იხილეთ ყველა გოლი
ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო მზად არის მოედანზე დასაბრუნებლად და დიდი შანსია რომ იგი უკვე ხვალ კორინთანსის მაისურს მოირგებს გოიასთან თამაშში.რონალდომ გამოტოვა ბოლო 2 თვე ხელის ტრავმის გამო.ამ ტრავმამდე ბრაზლილელს ტიმაოს მაისურით 5 თამაშში 6 გოლი ჰქონდა გატანილი ბრაზილიეროს ჩემპიონატში.როგორც კლუბის ექიმმა პაულო დე ფარიამ განაცხადა გარკვეული პერიოდის განმავლობაში რონალდოს თამაშისას ხელზე სპეციალური დამცავი მოწყობილობა ეკეთება
სრული სახელი: რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა ( Ronaldo Luís Nazário de Lima ) დაბადების თარიღი: 18.09.1976 დაბადების ადგილი: რიო დე ჟანეირო ( Rio de Janeiro ) ეროვნება: ბრაზილიელი სიმაღლე: 183 სმ წონა: 85 კგ კლუბი: კორინთიანსი (Sport Club Corinthians Paulista) პოზიცია: თავდამსხმელი ნომერი: 9 თამაში სეზონში: 17 გოლი სეზონში: 7